ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" აცნობეს.
ჩვენს ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციით, სოფელ ნატანების, ლეკურას უბნის მოსახლეობას გარდა ელექტროენერგიის პრობლემისა, უზგოობაც აწუხებს.
"ახლა დამიკავშირდნენ ნატანებიდან. არც ელექტროენერგია აქვთ და არც გზა არის გაწმენდილი. იქნებ ვინმე დაეხმაროს ამ ხალხს", _ გვითხრა მოქალაქე შოთა ჯაბუამ.
თუ როდის მოგვარდება ნატანების მოსახლეობის პრობლემა, "გურია ნიუსი" ინფორმაციას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ რომ, "გურია ნიუსის" ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი – 557 10 02 41!
ყველა მოქალაქეს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ!