რამდენიმე დღის წინ იტალიურ მასმედიაში საინტერესო ნიუსი გავრცელდა.
იტალიელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ცნობილ მოდელსა და ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ამინდის პროგნოზის წამყვანს, ალესანდრა სორჩინელის წლების განმავლობაში სისტემატურად უხდიდა გარკვეულ თანხას, რათა ამ უკანასკნელს ბერლუსკონის მიერ მოწყობილ წვეულებებში მიეღო მონაწილეობა.
კერძოდ, საუბარია 117 ათას ევროზე, რომელიც ბერლუსკონის ნდობით აჭღურვილმა პირმა სორჩინელის ანგარიშზე გადარიცხა.
30 წლის ლამაზმანი 2010 წლიდან ყოველთვე იღებდა 10 000 ევროს და უკანასკნელად მისი ანგარიში 2012 წლის 17 იანვარს შეივსო.