ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობა.
81 კილოში გიორგი პაპუნაშვილმა ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გერმანელი დომინიკ რასელი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე პაპუნაშვილმა 4 შეხვედრაში გაიმარჯვა.
81 კილოში ანზორ ბიბილაშვილი, კობა მჭედლიშვილი და ზებედა რეხვიაშვილიც ჭიდაობდნენ, მაგრამ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ. ქართველ ფალავნებს სოფიაში კიდევ ორი მედლის მოპოვების შანსი აქვთ – 100 კილოში ლაშა ტაველური ბრინჯაოს შეხვედრაში ბრიტანელ ფილიპ ავიტიალკარასს გაეჯიბრება.
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი ლაშა ტაველურმა (100 კგ) მოუტანა. ტაველურმა ბრინჯაოს შეხვედრა ბრიტანელ ავიტი ავიტიალკარასს იპონით მოუგო.
ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან გიროგი ლაზუაშვილსაც, მაგრამ ბელარუს ალექსანდ ვახავიაკთან იუკოთი დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ევროპის ღია პირველობაზე გამოსვლა 3 მედლით დაასრულა – შეგახსენებთ, 81 კილოში ჩემპიონი გიორგი პაპუნაშვილი გახდა, ხოლო ვერცხლი გიორგი კაციაშვილმა (73 კგ) დაისაკუთრა.