კანარის კუნძულებზე წყალქვეშა მუზეუმი შეიქმნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქანდაკებები მყვინთავებმა ზღვაში 15 მეტრის სიღრმეზე მოათავსეს.
როგორც ცნობილია, ეკო მეგობრული ქანდაკებები ლანზაროტის მოსახლეობის ყოველდღიურ საქმიანობას ასახავს.
ჯეისონ დექაირის შემოქმედების სანახავად მსურველებს ყვინთვისთვის საჭირო აღჭურვილობა დასჭირდებათ.