"უკანონო გარიგებები ? – მოსამართლეების მიმოწერა" _ ამ სახელწოდების სიუჟეტში, რომელიც "ქრონიკაში" გავიდა მოსამართლეთა შიდა მიმოწერაა აჩვენეს, რომელზეც წვდომა მხოლოდ სასამართლო კორპუსს აქვს.
მიმოწერაში მოსამართლეები მამუკა ახვლედიანს აკრიტიკებენ.
"არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავიმეოროთ მამუკა ახვლედიანის გაუაზრებელი განცხადება"; "სანამ სისტემის ზრუნვაზე დაიწყებ საუბარს, გირჩევნია საქალაქოში მოაწესრიგო ის, რისი მოწესრიგებაც გევალება";
"ბატონი მამუკას მხრიდან საჯაროდ მინიშნება სისტემაში კლანურ დამოკიდებულებაზე, სულ მცირე, ძალიან უხერხული ტკივილნარები ღიმილის მომგვრელია"; "მამუკა ახვლედიანის პრივილეგიებს, ავიაბილეთებს რამე საფრთხე დაემუქრა?"; _ წერენ მოსამართლეები.
სიუჟეტი ვრცლად შეგიძლია იხილო ამ ბმულზე