"თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე არაობიექტური არხი", _ ასე მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გოგი თოფაძემ პირდაპირ ეთერში.
თოფაძე იმ შეკითხვებმა გააღიზია, რომელიც მის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
"დაუნს ვიტყვი თუ დებილს ვიტყვი, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს", _ აღნიშნა თოფაძემ.
პარლამენტარის ამ სიტყვების გამო მაყურებელს ბოდიში გადაცემის წამყვანმა მოუხადა. თუმცა, სიტყვების ავტორს ბოდიშის მოხდა არც უფიქრია:
_ მე ბოდიში მოვუხადე იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს სიტყვა შეეხო. არავითარ შემთხვევაში არ ვიხდი ამ სიტყვის გამო ბოდიშს და მითუმეტეს ბოდიშს არ ვუხდი პრეზიდენტს. ბოდიში მან უნდა მოიხადოს, _ აღნიშნა თოფაძემ მოამბის პირდაპირ ეთერში.