ხუთშაბათს საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის "გურიამ" საბურთალოს "მარაკანას" სტადიონზე მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ამჯერზე ლანჩხუთელთა მეტოქე საფეხბურთო გუნდი "გაგრა" იყო.
წინა შეხვედრის დარად ეს მატჩიც ლანჩხუთელთათვის ახალწვეულ ფერხბურთელთა შერჩევას ემსახურებოდა და თამაშის ძირითადი ინტრიგაც სწორედ იმაში იყო, თუ რას წარმოადგენდნენ ახალწვეულივე მწვრთნელის მიერ შერჩეული ფეხბურთელები. საბოლოოდ, შეხვედრამ უგოლო ფრეთი ჩაიარა.
ვიქტორ დემიდოვის გადაწყვეტილებით "გაგრასთან" "გურიამ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: პოლოტვინცევი (უკრაინა); ნუნიესი (კოსტა-რიკა); ჩადუნელი; ი. კვეკვესკირი; პატერსონი (ბურკინა-ფასო); მამახანოვი (სომხეთი); სადიკოვი (რუსეთი); ჟუნიორი (კოდ დივუარი); ალეკსანიანი (სომხეთი); ტაბოევი (რუსეთი); მოროზენკო (უკრაინა). შეცვლაზე კი შევიდნენ: გელაშვილი, ზოზულია, პადერინი და ნოზაძე.
წინ "გურიას" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ელის, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ახალწვეულთაგან ვინ დაიმკვიდრებს საბოლოოდ ადგილს გუნდში.