ქალაქ ოზურგეთში საქართველოს განვითარების ფონდის ოზურგეთის ოფისი პაატა ბურჭულაძემ, ვანო მაჭავარიანმა, ხათუნა ლაგაზიძემ და ალეკო მამეშვილმა გახსნეს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი გახდება ფონდის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი.
მამეშვილის კოორდინატორობას ჩვენთან საუბრის დროს ადასტურებს ფონდის პრესსამსახური. მისივე თქმით, ამის შესახებ განცხადებას თავად პაატა ბურჭულაძე ოზურგეთის თეატრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთებს.