ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიდრე საქართველო ნატოში გაწევრიანდება MAP-თან დაკავშირებით კოსენსუსის მიღწევაა საჭირო. აღნიშნული ინფორმაცია NATO-ს ვებ-გვერდზე ვრცელდება.
"საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. იგი ახორციელებს შიდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რაც საქართველოსა და ნატო-ს დაახლოებას ხელს უწყობს. უელსის სამიტზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ მისთვის არსებითი პაკეტის მინიჭებას. ჩვენ განვიხილავთ მიღწეულ პროგრესს და როგორც შეგვიძლია, გავაძლიერებთ მის მიმართ ჩვენს მახარდაჭერას,"_ განაცხადა სტოლტენბერგმა.