რუსეთის ქალაქ ტომსკში 28 წლის ქალბატონმა 7 წლის ვაჟი ცემით მოკლა. მკვლელობის მიზეზი ცუდად შესრულებული „საშინაო დავალება“ გახდა. ამ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში პაველ ასტახოვიც ადასტურებს.
„დაღუპვის დღეს ანდრეიმ საშინაო დავალება ცუდად შეასრულა, რისთვისაც 28 წლის დედამ მისი სასტიკად ცემა დაუწყო, რაც ბავშვის გონების დაკარგვამდე გრძელდებოდა“ – წერს ასტახოვი „ტვიტერში“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ქალბატონი მეგობართან დასალევად წავიდა. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა დედა მიხვდა, რომ ბავშვს გონება არ დაუბრუნდა, მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმებმა ბავშვის სიკდილი დაადასტურეს. 28 წლის ქალბატონი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია და მან მკვლელობა უკვე აღიარა.
მომხდართან დაკავშირებით მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.