მოლდოვის რესპუბლიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით დაინტერესდა.
ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.
პირველ ეტაპზე საუბარია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება „დელტას“ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.
სამუშაოები მოიცავს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის მონტაჟს.
პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.
აქტიური მოლაპარაკებების დაწყებამდე 2015 წლის 13 ოქტომბერს სსსტც “დელტას” საქართველოში სტუმრად მყოფი მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამკაციანი დელეგაცია ეწვია.
მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ედუარდ გრამამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დიმიტრი მონტიანუმ და მოლდოვის სეტყვის საწინაღმდეგო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენადი ონსეანომ სსსტც “დელტას” მიერ შექმნილი ქართული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებს დეტალურად გაეცნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved