დღეს, ქალაქ ოზურგეთში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძეს ელოდებიან.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის დამტკიცებამდე დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.