შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თამუნა ლურსმანაშვილი სოციალურ ქსელში მძღოლებს მოუწოდებს, რომ ფეხით მოსიარულეთა უფლებები დაიცვან.
"აქ გადასასვლელია! იპოვეთ მანქანის გასაჩერებლად შესაბამისი ადგილი , დაიცავით ფეხით მოსიარულეთა უფლება"– წერს თამუნა ლურსმანაშვილი "ფეისბუქზე".
თამუნა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ის "მერაბ ბერძენიშილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში" იყო გამოფენა-კონკურსზე მიწვეული და დარბაზში შესვლამდე მსგავს ფაქტს წააწყდა.
"კარგი იქნება თუ მსგავსი შემთხვევას ადგილი აღარ ექნება, მე ეტლის გარეშე ვერ გადავადგილდები და იმედია, გაითვალისწინებენ ჩემს მცირედ თხოვნას და შენიშვნას." – ამბობს თამუნა ლურსმანაშვილი.