საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოზურგეთში ყოფნის დროს განაცხდა, რომ პირველად საქართველოში და კონკრეტულად გურიაში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. მისივე თქმით, ეს ფესტივალი ქალაქ ოზურგეთში აგვისტოში უნდა ჩატარდეს.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გააჟღერა მინისტრმა, როდესაც დარბაზში მყოფმა ახალგზრდამ, ლევან სიხარულიძემ რამდენიმე კითხვით მიმართა მას. მან თხოვა მინისტრს, რომ გურიაში მეტი ყურადღება მიექცეს ფოლკლორის განვითარებას და დაცვას.
ლევან სიხარულიძის თქმით, გურიაში არიან ლოტბარები, რომელთაგან უნდა ისწავლოს ახალგაზრდობამ ის ძველი ხალხური სიმღერები, რომლითაც საქართველო მსოფლიო მასშტაბით ამაყობს.