ბრაზილიის მთავრობა ახალი კანონპროექტის მიღებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებული ბრაზილიელების პენსია 2 000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
"ვეტერანი ფეხბურთელები პენსიას ახლაც იღებენ, მაგრამ მათი ანაზღაურება მცირეა. ახლა გვსურს, ეს თანხა 2 000 დოლარამდე გავზარდოთ, ოღონდ, ამ გაზრდილ პენსიას ყველა ვერ მიიღებს.
გვინდა, რომ ასეთი სოლიდური თანხა იმ ჩემპიონებს დავუნიშნოთ, რომლებმაც მუნდიალი 1958, 1962 და 1970 წლებში მოიგეს.
მაშინ მოთამაშეებს დიდი ხელფასები არ ჰქონდათ და ახლა ბევრი მათგანი სიღარიბეში ცხოვრობს.
სისულელე იქნება, 2 000 დოლარი იმათ დავუნიშნოთ, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატი მერე მოიგეს, რადგან მათ ეს ფული არ სჭირდებათ და ოფიციალური მილიონერები არიან", – ასეთია ქვეყნის პრეზიდენტის დილმა რუსეფის განცხადება.