უკრაინის დედაქალაქში თურქეთის და უკრაინის პრემიერებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. შეხვედრაზე აჰმედ დავუთოღლუმ ყირიმის ოკუპაციის აუღიარებლობის საკითხზე და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„უკრაინა უბრალო მეზობელი ქვეყანა კი არ არის, ესაა ქვეყანა, რომელთან ურთიერთობაც სტრატეგიულ ხასიათს ატარებს“ – განაცხადა დავუთოღლუმ ორშაბათს უკრაინის პრემიერ არსენ იაცენიუკთან მოლაპარაკების დროს.
თურქეთის პრემიერმა ყირიმის ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრა: „ჩვენთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ფუნდამენტალურ ღირებულებას წარმოადგენს, ამიტომაც ყირიმი უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია“.
თურქმა პრემიერმა უკრაინულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა. „სხვადასხვა საკითხში გამოხატული სოლიდარობისთვის – თქვენი მადლობელი ვართ“ – აღნიშნა დავუთოღლუმ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved