დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ ა.ა.ი.პ. ''ოზურგეთის სერვის-ცენტრი''-ს თანამშრომლებთან ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
ქალაქის მერია საგაზაფხულოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რაც ხე-მცენარეების მოწესრიგებასა და ქალაქის გამწვანების სისტემის საფუძვლიან განახლებას გულისხმობს.
როგორც ბეგლარ სიორიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ ქალაქი ოზურგეთი საბოლოოდ, ყველა მიმართულებით მოწესრიგდეს. ამ პროცესში კი ქალაქის სისუფთავე და გამწვანება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ბეგლარ სიორიძემ ა.ა.ი.პ. ''ოზურგეთის სერვის ცენტრი''-ს თანამშრომლებს საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა. სხვადასხვა განყოფილებას შენიშვნები მისცა და რამდენიმე მათგანს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობაც გადაუხადა.
(R)