საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით თენგიზ მახარაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ თენგიზ მახარაშვილმა, სხვადასხვა პირის სახელზე დაარეგისტრირა რვა საწარმო, რომლის სახელითაც, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში განახორციელა 3 824 192 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტენულის იმპორტი, გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით კი დღგ – ს დეკლარაციებში მიუთითა ყალბი მონაცემები და თავი აარიდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა სახელმწიფო ბიუჯეტს 128 810 ლარი დააკლო.
თენგიზ მახარაშვილი პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 218-ე და 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.