"საქართველოში ჩემი მიზნები არის ძალიან კონკრეტული. საქართველოში ჩვენ დავიწყეთ დიდი მოძრაობა, რომელსაც გაგრძელება სჭირდება და მისი უკან დაბრუნება არ უნდა დავუშვათ," – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის მოქმედი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებთან საუბრისას.
ეს განცხადება მან წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, სადაც საუბარი იყო იმაზე, "სააკაშვილის პოლიტიკური ბედი წყდება თუ არა უკრაინაში".
"ჩემი პოლიტიკური ბედი წყალსაც წაუღია," – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მომავალი კი ნამდვილად არის დაკავშირებული უკრაინის პოლიტიკასთან.
"გვინდა თუ არა ამის აღიარება, საქართველოს მომავალიც დაკავშირებულია უკრაინის მომავალთან," – ამბობს სააკაშვილი.
ამასთან, ის იმასაც ამბობ, რომ ახლა "ქართველი ხალხი ძალიან სწორ განწყობაზეა ახლა, უბრალოდ, სჭირდება სწორი მიმართულება".
"მე ინტუიციურად არასოდეს არ შემშლია. 2012 წელს ჩვენ ყველა გამოკითხვით ვიგებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით და ახლა რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ," – ამბობს სააკაშვილი.
წყარო: www.rustavi2.com