https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რომ არ მომკტარიყო, ქი იცოცხლებდა კაი ხანი”

18:02; 22.02.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურული დღიურები 2

თავი პირველი:სანამ სიცოცხლე დაიწყება ანუ სიკვდილი და ეროტიკა გურიაში

ზენა ქარი ქრის.

შიშის და ცრურწმენების ქარი. სკვინჩა რომ სტვენს და შესძახებენ: "სკვინჩა, შენს პირს შაქარი" ან ძაღლი ყმუის. "საით აქ პირი მაგ დასაწუავს ნეტე მიბრუნებული?" _ ეგეთი საშიშია ზენა ქარი. ოღონდ შესაბამისი ფრაზები არ დევს. პირიქით _ დუმილია ამ ქარის პასუხი. ეზოში გაფენილი სარეცხის უმალ ჩამოხსნა. "პირმოკუმული". ფანჯრების სასწრაფოდ მოხურვა. "წაი, ბიჯო, უცებ ნახე, ოდაშია მგონია დარჩენილი ღია, რაცხა ბრახუნობს, თუ დეინსხრა, მერე მისით კი არ ჩაჯდება სტეკლო"

ახვალ. დაკეტავ. და ჩამოსვლას აგვიანებ. იქ წიგნებია. საერთოდ წიგნები მეორე სართულზე ცხოვრობენ, ყველაზე ლამაზ და ღირსეულ ადგილას. სადაც ძირითადად მტვრის გადასაწმენდად და მკვდრის დასასვენებლად ადიან. არა, ნუ იფიქრებთ კითხვა არ გვიყვარდეს. მაგრამ ის დროა, წიგნის ფურცელი გალანცული ლამპის გასაწმენდად უფრო ფასობს ან მასწავლებელი რომ არ დადის, იმ ადგილის აღსაჭურვად. ისე, ზოგიერთ მასწავლებელს ეარა, არ აწყენდა – რამეს წაიკითხავდა, ნაგლეჯზე მაინც. სხვა თემაა, გურულებს გვიყვარს ასე წამოცდენით აცდენები. "ტყულა კი არ ვშობით ისე". რაც შეეხება ხსენებულ ოთახს, რომელსაც, უკვე გამოიცანით, ზალა ეწოდება, კიდევ ამშვენებს გაუგებარი რეცეპტებით გამზადებული საშობაო სასმელი, ორი ძვლადქცეული ჩურჩხელა, ლარნაკში თხილი და თხილში სამი ცალი კანფეტი. აუცილებლად ტახტი და სავარძელი. კედელზე ხალიჩით. ხალიჩაზე ირმებით. ეს ირმები მერე ისე მშობლიურად იქცევიან, ლამისაა რქები გამოყონ და ზედ ბუშლატა ჩამოკიდო. ისევ ავცდი. სხვა ამბავს გიყვებით. წიგნებში დამალულ წიგნებზე.

13 წლისამ მივიღე ერთი ფრიად ამაღელვებელი და ამავდროულად, როგორც მერე გაცხადდა, მცდარი მინიშნება _ ალბერტო მორავიას "ჩოჩარა" იმფერი წიგნი იყო. იმფერი. ეროტიკული. მორავია რომ ქართველი მეგონა ეს კიდევ ცალკე საგაა. ახლა ალბერტოსა და ჰამლეტის გურულსახელობით ძნელად გაგვაკვირვებთ. ჰოდა ვითხოვე. გარეკანი, სადაც შიშველი ქალი იყო წარმოდგენილი, ინფორმაციის წყაროს სანდოობას, დიახაც რომ ადასტურებდა. დავიწყე კითხვა და ამაოდ. ჩემთვის მოსაწყენი ამბები: ჯარისკაცები, სიკვდილი, გაჭირვება. არადა, გასაჭირი ჩვენიც გვეყოფოდა. მოკლედ იმფერი აფერი. დე სიკას ლორენიანი ეკრანიზაცია რომ მქონოდა ნანახი, ფიქრს სხვა გაქანებას მივცემდი. მაგრამ მაშინ დე სიკა ბესიკად შეიძლებოდა მომყურებოდა – ჩემსა და კინოს შორის მკვდარი ტელევიზორი იდგა.

მეორე წიგნს ეწერა "გამოდის ავტორის ხარჯით".

ეს, იმ პერიოდისთვის, ეტყობა ,განსაკუთრებულ ამბავს გულისხმობდა, გასაგები ტრადიციის გამო _ 1991 წლის გამოცემაა და ხაზგასმით მიუთითებდნენ. როსტომ ბეჟანიშვილის "ჰერცოგის ნადიმი". ამ კაცის სახელი და გვარი მერე რუსთაველზე დამხვდა _ აქ ცხოვრობდა და ა.შ.-ს ამბავში და გამიხარდა. ხსენებული წიგნიც ეროტიკული "ნაკოლის" გავლენით წავიკითხე. აქაც ვერაფერი ბევრი ამ მხრივ, მაგრამ სხვა ამბები გავიგე. მაგალითად ის, რომ არსებობდა ვინმე ჯუ დე, ჩინელი გენერალი – 9 მარტს, სტალინის სახელის დასაცავად ქართველი დემონსტრანტები მიადგნენ სტუმრად ჩამოსულს და გაჰყვროდნენ: ჯუ დე, ჯუ დე, ჯუ დე!

ძალიან საინტერესო საქმეა ერთი წიგნის გამოცემა ორჯერ _ ბათუმში და თბილისში _ განსხვავებული სათაურებით. სერგეი ლიბიხი _ "სექსუალური ჰარმონია" (თბილისი, მერანი, 1991 წელი. თარგმნა ნ. ლობჟანიძემ. გვერდი 96) და სერგეი ლიბიხი _ "სასიყვარულო ჰარმონია" (ბათუმი, ჟურნალ "ჭოროხის" გამომცემლობა, თარგმნა ე. ნიკოლაძემ. გვერდი 64). საინტერესოა ისიც, რომ ორივე წიგნი ოჯახის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე. ალბათ დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით _ ძალიან სტერილური ქართულით ნათარგმნი, რაღაც აზრით ნეიტრალური წიგნი _ არც სამედიცინო, არც ეროტიკული. მოკლედ, უხალისოდ საკითხავი, სულ მცირე, იმ დეკლარირებული მიზნით მაინც, რაზეც თავიდანვე მოგახსენეთ.

მაგრამ იმ დროის საკულტო წიგნი მაინც სხვა იყო. კარგად ან უნებლიეთ კარგად გათვლილი კომერციული პროექტი. ფასი სახელშეკრულებო – ეს ბიზნესგანცდისთვის. ტირაჟი, ოფიცალური _ 1000 _ ეს ექსკლუზიურობის შეგრძნებისთვის, თორემ ბარემ ათას ხუთასი კაცისგან მე გამიგია, რომ სადღაც სხვა გამოცემების ზურგში უდევთ. შრიფტი _ პეტიტი_- მზერის დასაძაბად და სხვანი. გაფორმება _ სურათ-ნახატების გარეშე, ტექსტზე მეტი აქცენტით. ხოლო ავტორი _ ირინა ავერბახი. ხოლო პირველ გვერდზე – ზ.ი. ავერბახი. აშკარა ფსევდონიმი, რომლის უკან მდგომი თუ ოდესმე სცენაზე გამოვა, დიადი კარნავალი უნდა შეიქნას. და სახელი მისი: "გარყვნილების ჭაობი, ანუ დედიდან შვილზე გადასული უბედურება" უფრო მოკლედ: ჭაობი. წინასიტყვა გვამცნობს: "ძვირფასო მკითხველებო! ამ რომანში მოთხრობილი ამბები ნამდვილად მოხდა, მისი ავტორის ზაირა ისაის ასული ავერბახი რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ გაიქცა. ეს წიგნი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. იგი გამოიცა საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში. წიგნი ჩვენთან საიდუმლოდ იბეჭდებოდა, რადგან წიგნის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მფლობელიც სათანადოდ დაისჯებოდა". პორნოგრაფიული ელემენტები. კრიმინალი. სიმდიდრე და სიღარიბე. ციხე. სიყვარული. ცოტა მოულოდნელი მორალისტური ამოვარდნები. ყველაფერი რაც რაგინდარა ხარისხის ტექსტს ბესტსელერობას დაუმკვიდრებს, მით უფრო იმ დროს, საბჭოთა ფსევდოტაბუდან გამომძვრალ საზოგადოებაში. ამ წიგნს ეგრე ვკითხულობდი, როგორც რომ ჩემი ვარაუდით ბევრი თქვენგანი _ ან საბჭოთა ენციკლოპედიაში ვაქცევდი სხვათა თვალის ასაქცევად, ანდაც მეგულებოდა ასეთი ფოლიანტი _ ოქრო აჭარის ლაჟვარდში, ციტრუსთა და მსგავს ხილთა კომკავშირული ქება და იქ ვათავსებდი.

ერთი შეხედვით კი გასაკვირია ამგვარ წიგნთა ასე დაჟინებით კითხვა, მაგრამ უცნაურ ბავშვად ვითვლებოდი და ამან გამიმართლა.

კარგია უცნაურობა. ახლაც, ფანჯრის დასახურად ასულმა, კარადა გავაღე და უცებ კივილი გაისმა. კივილს მოჰყვა დედაჩემის ხმამაღალი ექო: ა, ცა, ხომ ვჩიოდი, ტყულა კი არ მიგძნობდა გული.

და გამოცვივდნენ მეზობლები. მირბოდნენ ქუჩაზე. იქით, ჯონიეს სახლისკენ. მირბოდნენ არეულად და უაზროდ. თუმცა დაჟინებით. მირბოდნენ ჯონიასკენ. არავინ იცის _ სიკვდილის შესაგებებლად თუ შესაჩერებელად. საოცარი სანახავია ეს სირბილი და მერე ერთად შეჯგუფება. კაცები სიგარეტს დააძრობენ, ქალები კიბის ბოლოში ჩამოჯდებიან. სამი წუთის მერე ვიღაც იტყვის: "პირი უუკონეთ? ყბაი არ ქონდეს უშნოთ" ჯონიას არ დაჭირდა პირის აკონვა, ეტყობა კბილი კბილს მაგრად დააჭირა და სული არ გაუშვა. გოგოლა გამოვიდა. თქვა: "ელანძეა ნენა კაციიიიი, იმფერი შიში მაჭამააააა, კინაღამ მე დავჩი მოსაბრუნებელიიიიი, ნენაააა."

ზოგიერთი ზმნა შინაარს იფართოებს გურულ ყოფაში: ახალმიცვალებულის შეცხადებას _ შეკივლება ჰქვია. მკვდარი რომ ჰგონიათ და ცრუ განგაშია _ გადაკივლება. "მურმანიე იმფერი გლახათ იყო, გადეიკივლეს, ცა, ერიგზობა'' ჯონიეც მურმანიასავით აღმოჩნდა.

ოდესმე ჯონიც მოკვდება. ვინმე აუცილებლად იტყვის: "მაი იმფერი ჯანმთელი იყო, რომ არ მომკტარიყო, ქი იცოცხლებდა კაი ხანი". ამის მოსმენის მერე სიკვდილი გავიწყდება. დავიწყებული სიკვდილი საშიში აღარ არის.

საერთოდ, სიკვდილთან შეგუება ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანია, საშინელი, თუმცა აუცილებელი თვისება. მანამდე სხვა ამბებთან შეგუებებით ვარჯიშობს და მერე აღარ უჭირს. ისე აღარ უჭირს, თორემ. ბრძოლაც შეგუებაა _ დროებით გადადებასთან შეგუება. მაგრამ ადამიანს სხვა ნიშანიც აქვს. სიცოცხლის ნიშანი. ეს გამოტოვების უნარია. ერთი ტოტიდან მეორე ტოტზე გადახტომის ძალა. აი, ასე:

მეორე დღეს ბებიაჩემი ჭიშკართან ნაყარ ფოთლებს ხვეტდა და სხვა სოფლიდან ჩამოიარეს. რა ხდებოდა წუხელი თქვენკენო.

ბებიაჩემმა, აფერი არაა, ჯონიე კტებაო. შენი ბაღნები დადიენ უკვე სკოლაშიო?

ჩვენ ვიცით, მე და ნათელა ბებიამ. სიკვდილი აფერი არაა. როგორ შეიძლება სიკვდილი რამე იყოს? ვინმეს გინახავთ სიკვდილი? მე არასდროს შემხვედრია. და ვიცი _ არც შემხვდება. ჯონიე რომ კტება? და ჯერ ხომ არ მომკვდარა? უფრო საინტერესო ის არის, ბაღნები თუ წევიდნენ სკოლაში. და სულ ეს უნდა იყოს უფრო საინტერესო. სხვანაირად, სიკვდილი გაიმარჯვებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სმარტფონების ერთჯერადი დამტენები გამოიგონეს

სკანდალური საქმის პროკურორი საკადრო გადაადგილებაში მოყვა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო