რეგიონალური განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ძალიან მალე საქართველოში, ორმოების პრობლემა აღარ იარსებებს. მინისტრის თქმით, "მისი თანამშრომლები ისრაელში იმყოფებოდნენ. უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ სპეციალური შემადგენლობის ნარევს, რომელიც გამოცდის შემთხვევაში ორმოების საკითხს ერთხელ და საბოლოოდ მოაგვარებს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. თუმცა ამას ჯერ შემოწმება სჭირდება. გაცილებით ადვილად და რაც მთავარია, წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო", – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მედიის წარმომადგენლებმა ნოდარ ჯავახიშვილს დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, როგორც მენეჯერის შეფასება სთხოვეს და ამ კონტექსტში, ე.წ. "ნარმანიას ორმოები" ახსენეს.
"ნამდვილად არ ვაპირებ დავით ნარმანიას შეფასებას. ორმოები საქართველოში ყოველთვის ძალიან ბევრი იყო, უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის. ვიღაცა ენაკვიმატმა რომ ორმოს ნარმანიას სახელი დაარქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერია, უფრო ცინიკოსია, " – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.