უზბეკეთში მცხოვრები ყირგიზული ანკლავის – "ბარაკის" წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ღია წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საკუთარი სოციალური პრობლემების გადაჭრას სთხოვენ.
წერილის გაგზავნა ობამასთან მხოლოდ, იმის გამო გადაწყდა, რომ ანკლავის სახელწოდება პრეზიდენტის სახელის იდენტურია და ყირგიზელები იმედს იტოვებენ, რომ ობამა მათ დაეხმარება.
საინტერესოა, რომ წერილი მივიდა ადრესატამდე და თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, ობამამ "ბარაკის" გაჭირვებულ მცხოვრებთ ფინანსური დახმარების აღმოჩენა აღუთქვა.
აშშ-ის პრეზიდენტი ყირგიზელებს დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც შეისწავლის ანკლავის ბინადართა პრობლემებს.