სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში,ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა, შემთხვევა ქოქიაშვილების ოჯახში გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების განმარტებით,ოჯახის დიასახლისს გაზქურაზე დადგმული წყალი დარჩა,რომელმაც ადუღების შედეგად გაზის ჩაქრობა და ოთახში ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია. აფეთქება კი იმ დროს მოხდა,როდესაც ოთახში ქოქიაშვილების მცირეწლოვანი ბავშვი შევიდა.
ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები,იმყოფებოდა კომპანია სოკარის წარმომადგენლობაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც,თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მომხდართან დაკავშირებით, მოკვლევას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.