28 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" შოტოკან კარატე-დოში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ნაკრები გუნდი.
2005 წელს დაბადებულთა შორის ლაშა კოსტავამ 40კგ წონით კატეგორიაში III ადგილი დაიკავა. ასევე III საპრიზო ადგილი დაიკავა 2002 წელს დაბადებულმა ნიკა დარჩიამ 57კგ წ.კ. ში.
აღსანიშნავია რომ გასული წლის ოქტომბერში სტამბოლში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა კოსტავამ დაიკავა I ადგილი, ხოლო გიორგი მამინაშვილმა III ადგილი. გუნდი მოამზადა შოთა ღლონტმა.