თბილისში გამართულ ვლადიმერ მაისურაძის სახელობის ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სოფელ ლიხაურის საჭიდაო სკოლას 7 ოზურგეთელი სპორტსმენი წარმოადგენდა. ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ამ შედეგით ახალგაზრდა მოჭიდავეები ოზურგეთს დაუბრუნდნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე პრიზიორ მოჭიდავეებს შეხვდა. 100 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოქროს მედალი საბა ცეცხლაძეს, 55 კილოგრამიან წონით კატეგორიაში – ირაკლი ძიმისტარიშვილს, ხოლო ბრინჯაო ლუკა ზაქარიაძეს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპორტსმენებს წარმატება კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ სირბილაშვილთან და მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განვითარების განყოფილების თანამშრომლებთან ერთად მიულოცა.
"გულწრფელად მიხარია ოზურგეთელი სპორტსმენების ასეთი წარმატება. მადლობას ვუხდი მწვრთნელებს ალექსანდრე ბოლქვაძეს და ბექა ჩოფლიანს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათ შესაფერისი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ და ყველა ეტაპზე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ," – აღნიშნა გამგებელმა.