დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა, სადაც პირველ საკითხად განიხილეს: "სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ"_ სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი ინიციატივის განხილვის თაობაზე". საკითხი იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ წარმოადგინა. მან კოლეგებს მოუწოდა, წუთიერი დუმილით პატივი ეცათ საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნისთვის, რის შემდეგაც მოკლედ ისაუბრა გმირულად დაღუპული ვაჟკაცის ღვაწლზე და განაცხადა, რომ სკოლა, სადაც ზაზა დამენია სწავლობდა, ნამდვილად უნდა ატარებდეს მის სახელს.
საკრებულოს წევრთა სრულმა შემადგენლობამ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ განკარგულებას.
სხდომას ესწრებოდა გმირის დედა ციური წერეთელი. მან მადლობა გადაუხადა ყველას, შვილის ხსოვნის უკვდავყოფისთვის.