"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლებმა ვერაფერი დაგაკლოთ". _ ასეთ დაპირებას ქალბატონებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე აძლევს.
" მარტი ქალთა თვეა. ყველა მანდილოსანს განსაკუთრებულად გილოცავთ დედისა და ქალთა დღეებს.
გისურვებთ ქალურ ბედნიერებას, წარმატებულ კარიერას და ჯანმრთელობას!
დაე, გვერდით გყავდეთ საყვარელი ადამიანი, კარგი შვილები, გქონდეთ მყარი ოჯახი, თვითრეალიზების საშუალება, წარმატებული კარიერა და კარგი მეგობრები.
თქვენ ჩვენი ცხოვრების სილამაზე ხართ, ქალბატონებო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლებმა ვერაფერი დაგაკლოთ.
გილოცავთ და ღვთისმშობლის მფარველობას გისურვებთ" _ ზაზა ურუშაძის ამ მიმართვას მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.