კურორტზე, სადაც ყველაზე უხვნალექიანი ზამთარი იცის, ტურისტები პირველად ავიდნენ და გზა გაკვალეს. ბახმარო, რომლის სეზონი მხოლოდ 2 თვე გრძელდება, შესაძლოა სამთო-სათხილამურო კურორტად გადაიქცეს. პრემიერმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
თუმცა, ვიდრე ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტად იქცევა, მანამდე ნახეთ სოფო ჟღენტისა და მანუჩარ გურგენიძის საავტორო რეპორტაჟი გურიის მთებიდან, რომელიც გადაცემა 2030-ში გავიდა და ნახეთ როგორია ბახმარო ზამთარში, სადაც თოვლის სიმაღლე 4 მეტრს აღწევს და რა პრობლემების წინაშე დგას კურორტი.