რესპუბლიკურ საავადმყოფოში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დაკითხეს.
ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, ალექსი პეტრიაშვილმა გამომძიებელს თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"ალექსი პეტრიაშვილმა აღიდგინა თავდასხმის დეტალები. თავდამსხმელებს ჰქონდა ჩაქუჩი და ბეისბოლის ბიტები, რომლითაც ისინი თავის არეში, წელზე და ტანზე ურტყამდნენ, ასევე მუცლის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. თავდამსხმელს სავარაუდოდ ჰქონდა მაყუჩიანი იარაღი, რადგან გასროლის ხმა დაბალი იყო. ახლა ჯერი გამოძიებაზეა. ალექსი პეტრიაშვილისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებიც თავს დაესხნენ. უმოწყალოდ სცემეს, შეიძლება ითქვას, რომ მჭიდი დააცალეს, მერე ჩაქუჩით ურტყეს თავში", – განაცხადა ლევან სამუშაიამ.