ცომი: 6 ცალი კვერცხის გულით, 1 ჭიქა მაწვნით და ერთი ჩაის კოვზი სოდით, ფქვილთან ერთად მოვზილოთ საშუალო სინაზის ცომი.
შიგთავსი: 6 კვერცხის ცილა ავთქვიფოდ კარგად, შევურიოთ 2,5 ჭიქა (ღვინის ჭიქა) შაქარი, ორი ჭიქა თხილი და ორი ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
ცომი გავანაწილოთ სამ ნაწილად, გავიყვანოთ ფენები და ორ ფენაზე თანაბრად წავუსვათ შიგთავსის მასა; ზემო ფენაზე კი წავუსვათ ერთი კვერცხის გულისა და ორი სუფრის კოვზი მაწვნის ნაზავი, დავჭრათ და შევწვათ აირღუმელში.