ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილე გია ფირცხალაიშვილი, დღეს დილით, ახლობლებმა მეზობლის მიტოვებულ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.
გია ფირცხალაიშვილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, უზენაესი საბჭოს წევრი იყო, როგორც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
"გურია ნიუსი" თანაუგრძნობას უცხადებს გია ფირცხალაიშვილის ოჯახს და ახლობლებს.