ქალაქ ანკარის ცენტრში ერთ საათზე მეტი ხნის წინ აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც ათეულობით მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევის ადგილზე დაიწვა სამგზავრო ავტობუსი და ავტომობილები.
ასაფეთქებული მოწყობილობა ქალაქის საქმიან ცენტრში იყო დამონტაჟებულია, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ირგვლივ მდებარე შენობები და მანქანები დაზიანდა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციის სპეცრაზმები, მიმდებარე უბნები გადაკეტილია.
აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გასულ თვეში ანკარაში პარლამენტთან ადგილი ჰქონდა ტერაქტსაც, რომლის დროსაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.