ჯუმბერ დოლიძე, ოზურგეთი:
_ რომელია მაგი?! ჩვენი მომწონს, ადგილობრივი თვითმმართველობა.
ნანა მეგრელაძე, ოზურგეთი:
_ რომელიმე ინსტიტუტი მუშაობს და დღეს რამე მოქმედებს? კატასტროფული სიტუაციაა _ მე თუ მეკითხებით ასეა. ტელევიზორს ჩართავ და მრცხვენია, ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს. სოციალური პირობები არ გაუმჯობესებულა და მაგათ კინკლაობას მიაქვს დრო.
ანზორ ინწკირველი, ოზურგეთი:
_ ასე გამოკვეთილად ვერ გეტყვით.
ლილი ინწკირველი, ოზურგეთი:
_ რომელი ჯობს, როგორ გითხრათ, როცა შიმშილობს ხალხი?! ყველანაირი გასაჭირი ახლაა და რატომ შეიცვალა ეს მთავრობა მაშინ, როცა ჩვენთვის არაფერი შეცვლილა?
თამაზ ცეცხლაძე, ოზურგეთი:
_ ჩვენს ქვეყანაში არეულია ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით.
ნაზი ბოლქვაძე, ლანჩხუთი:
_ ალბათ, პროკურატურის.
ლერი ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ ვერაფერს გეტყვით.
თამარ შარაბიძე, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, რა გითხრათ?!
ნათელა ვაჩეიშვილი, ჩოხატაური:
_ მთავრობა ძალიან მომწონს. მომწონს იუსტიციის სამინისტრო _ თეა წულუკიანი ძალიან კარგი ქალია.
ნანი გოგელია, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით.
სოსო შარაშიძე, ჩოხატაური:
_ ყველა მომწონს.
შალვა მირზაშვილი, ჩოხატაური:
_ იუსტიციის სამინისტროს მუშაობა მომწონს.