ტაილანდში ბანგკოკის ბანკის მთავარი ფილიალის სარდაფში ქიმიურმა ნაერთებმა გაჟონა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, მუშები კვირას ღამით ბანკში სახანძრო სისტემის გასამართად მუშაობდნენ, რა დროსაც აეროზოლური სისტემა, სახელწოდებით პიროგენი ავტომატურად გააქტიურდა.
როგორც ცნობილია, პიროგენი ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენება და კალიუმის კარბონატებს, აზოტს, ნახშირორჟანგს, აზოტის ოქსიდს და ამიაკს შეიცავს.
გავრცელებული ცნობით, ბანგკოკის ბანკი შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.