"ისლამური სახელმწიფო" ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადიში ერაყელი სამხედროების შტაბს თავს დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას AL JAZEERA ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 22 სამხედრო დაიღუპა, 16 დაშავდა, ხოლო შვიდი დაკარგულად ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყელმა სამხედროებმა რამადიში დეკემბრის ბოლოს "ისლამურ სახელმწიფოზე" სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს და დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც "ისლამურმა სახელმწიფომ" სამხედროების წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები დაიწყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, რამადიში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ 2015 წლის მაისში "ისლამური სახელმწიფოს"გამოჩენის შემდეგ გაუჩინარდა.