"ისლამური სახელმწიფოს"ერთ-ერთი მეთაური აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი არ დაღუპულა და არც არანაირი დაზიანება არ აქვს.– აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერ საინფორმაციო სააგენტო Amaq news agency-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული იერიშის დროს აბუ ომარ ალ-შიშანს არანაირი დაზიანება არ მიუღია.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, მათ ის საჰაერო თავდასხმის დროს "შესაძლოა მოკლეს."
თუმცა სირიის ადამიანთა უფლებების ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანი თავდასხმიის დროს მძიმედ დაშავდა და რაქაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, ხოლო ორშაბათს დაიღუპა.
მისი დაღუპვა დაადასტურა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.
როგორც ცნობილია, "ისლამურ სახელმწიფოს" აბუ ომარ ალ-შიშანთან დაკავშირებით, არანაირი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.