როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში უნივერსიტეტში რექტორსა და აკადემიურ საბჭოს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც პაპავამ შეხვედრამდე განაცხადა, საბჭოს წევრებთან უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.
პაპავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პოზიცია არის უცვლელი და გადადგომას არ აპირებს. დღეს აკადემიური საბჭო და რექტორი განათლების მინისტრს შეხვდნენ.
პაპავამ აღნიშნა, რომ იქაც განხილვის თემა იყო უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა, ამაზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, რომ "აუდიტორია 115"- ის წევრებს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, დატოვებენ თუ არა უნივერსიტეტის შენობას.
გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით გახდება ცნობილი თვითმმართველობის გადაწყვეტილება, დაიწყებენ თუ არა შიმშილობას.