შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა, ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
უწყების ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: "მაკაროვის" სისტემის, 1 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 ხელყუმბარა, 3 გადაჭრილი თოფი – ე.წ. "აბრეზი", "ა-კა-ემ"-ის მოდელის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 5 ყუმბარმტყორცნი, 7 მჭიდი და 868 საბრძოლო ვაზნა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად.