ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის სკოლის ყოფილი დირექტორი, სპარტაკ გოგიტიძე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა. განათლების სამინისტრო სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავება და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა.
სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებას დიდი დაპირისპირება მოჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
"სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მე გამამართლა. ის ბრალდებები, რომელიც ისმოდა ჩემი მისამართით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ახლა ეს ოფიციალურად დადასტურდა."– თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს სპარტაკ გოგიტიძემ.
გოგიტიძე ახლა განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებას ელოდება.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ,.