სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებია განთავსებული. აქამდე უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. თუმცა არსებობს სხვადასხვა ვერსიები. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგადამცემ ხაზებს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.