საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია
მალმსტრომი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის
გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება
და უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.