გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე წიგნს წერს.
მხარის პირველი პირი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ წიგნი მონოგრაფია იქნება, რომელიც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს, მათ შორის ციხეში გატარებულ წლებს ასახავს.
სალუქვაძე აღნიშნავს, რომ წიგნის გამოშვება წლის ბოლომდე აქვს დაგემილი.
მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაცია "ივლიტას ბიბლიოთეკაში", გურია ნიუსის ოფისში გაიმართება.