დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს თანადგომას უცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას "ტვიტერში" გამოეხმაურა, რაც მოგვიანებით მედია საშუალებებმა გავრცელეს.
"მე შოკირებული და შეშფოთებული ვარ ბრიუსელში განვითარებული მოვლენების გამო,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მის დასახმარებლად,"_ამბობს კემერონი.
როგორც ცნობილია, დილით, დაახლოებით რვა საათზე ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რის გამოც აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა და დაიხურა.
ცოტა ხანში, მესამე აფეთქება მაელბექის მეტრო სადგურში მოხდა, რის გამოც ყველა მეტრო სადგური დაიკეტა და ხელისუფლებამ საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, მაელბექის მეტრო სადგური ევროკავშირის საბჭოსთან ახლოს მდებარეობს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ შესაძლო თავდასხმაზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, აფეთქებები ბრიუსელში პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილის, აბდესლამის დაკავებიდან მეოთხე დღეს მოხდა, რომელმაც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გამოძიებასთან აღიარა, რომ ბრიუსელში ტერაქტს გეგმავდა.