საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი დაიწყო.
ჩოხატაურიდან ფესტივალის პირველ ტურში კულტურის ცენტრთან არსებული სამი ანსამბლი _ "მანდილი", "გურია" და "ამაღლება" მონაწილეობდა.
კულტურის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სოფო ტუღუშის ინფორმაციით, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურში „ამაღლება" გადავიდა (ხელმძღვანელი ლალი კორიფაძე).
გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მონაწილეთა II ტური ჩატარდება 30-31 მაისს, ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.