მეორე ტაიმის დასაწყისში ოზურგეთელმა ფეხბურთელებმა საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. როგორც გულშემატკივრები საუბრობენ, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რამაც მსაჯების მიმართ მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ამით ისარგებლეს სტუმრებმა და დაწინააურდნენ. გოლი ოზურგეთის კარში ლომაიამ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ "გურია ნიუსი" თამაშის მიმდინარეობის შესხებ ფოტორეპორტაჟს შემოგთავაზებთ.