იტალიური მასმედიის მტკიცებით, უახლოს თვეებში სერია A-სა და იტალიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელების მეძავებთან დაკავშირებული ახალი სკანდალის აგორებას ელიან.
ცოტა ხნის წინ იტალიაში განთქმულმა მეძავმა, ავრორა ოლივეირამ განაცხადა, რომ ის და მისი „კოლეგები” ფეხბურთელების, მათ შორის იტალიის ნაკრების წევრების სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებენ.
ოლივეირას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი ფეხბურთელები არიან მისი კლიენტები. თუმცა აღნიშნა, ყველას ისეთი მეუღლე ჰყავს, იტალიაში და დანარჩენ მსოფლიოშიც სექს-სიმბოლოებად რომ მიიჩნევენო.