ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებში, გამთენიისას ხანძარი გაჩნდა.
ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, გენო ბარამიძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
როგორც გვითხრეს, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე ამ წუთებში იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ ზემოსურებში ხანძარი გუშინწინაც იყო, რის შედეგადაც ბიბინეიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.