პირველი პრინციპი: მიირთმევთ ყოველ საათში ერთხელ.
მეორე პრინციპი: პირველი ჯერი, რომელიც უნდა მიიღოთ დილის 9 საათზე, უნდა შედგებოდეს მხოლოდ ერთი ლუკმისა და ერთი ყლუპისაგან. მეორე ჯერი – ორ-ორისგან, მესამე – სამ-სამისგან და ასე შემდეგ, საღამოს 6 საათამდე, ანუ, 18 საათზე შეგიძლიათ, მიირთვათ 10 ლუკმა და 10 ყლუპი (წყალი, წვენი, მაწონი და ასე შემდეგ), ოღონდ მაგარ საკვებსა და სითხეს შორის უნდა დაიცვათ 15-წუთიანი შუალედი (თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს).
მესამე პრინციპი: თითოეული ლუკმა უნდა დაღეჭოთ მაქსიმალურად დიდხანს.
მეოთხე პრინციპი: შუალედებში არ მიირთვათ არაფერი, ნებადართულია მხოლოდ წყლის დალევა.
მეხუთე პრინციპი: ბევრი იარეთ ფეხით.
გამონაკლისი: ვინც ყავის გარეშე ვერ ძლებს, მხოლოდ დილის 9 საათზე მიირთვით ერთი პატარა ფინჯანი ნალექიანი ყავა.
თუ გსურთ, დიეტა უფრო ეფექტური იყოს, შეეცადეთ, კვირაში ორჯერ მაინც, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ ერთი და იგივე კერძი ან პროდუქტი, დანარჩენ დღეებში კი, შეგიძლიათ, ნამცხვარსაც „მიეპაროთ“ (მეორე ან მესამე ჯერზე), შემწვარ ხორცსაც და სხვა გემრიელობებსაც, ოღონდ, ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ.
თუ სამსახურში ისე წახვედით, რომ თან არაფერი წაგიღიათ, იყიდეთ კიტრი, პომიდორი, ბანანი, რაიმე მზა სალათა და ის გადაანაწილეთ მთელი დღის განმავლობაში.