ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჭიდაო სკოლის ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს პირველობაზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეს.
ტურნირში ლიხაურის საჭიდაო სკოლიდან 6 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. მძიმეწონიან კატეგორიაში პირველი ადგილი საბა ცეცხლაძემ დაიკავა. 84 კგ-იან წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე რობინზონ ესაძე გავიდა, ხოლო 54 კილოგრამიანებში მეორე საპრიზო ადგილი ირაკლი ძიმისტარიშვილს ერგო.(მწვრთნელები ბექა ჩოფლიანი და ალექსანდრე ბოლქვაძე.)
მოჭიდავეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიიღო და ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
ინფორმაციისთვის, წელს ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზაფხულში შვედეთში გაიმართება.