WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სადავო მთიან ყარაბაღში, ბრძოლის შედეგად 16 სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ორი ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტი პასიურად მიმდინარეობდა.
WASHINGTONPOST-ის ცნობით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, რასაც 1994 წლიდან, მას შემდეგ, რაც ომი დასრულდა და რეგიონის მომავლისთვის ბუნდოვანი რეზოლუცია მიიღეს,ადგილობრივი ეთნიკური სომხების შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
გავცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საშუამავლო მისიით ხუთშაბათს აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხოლო პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, სომხეთის დედაქალაქში, ერევანში გაემგზავრება.